ჭალის ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ორგანიზაციამ „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ ჭალის ტყის აღდგენის პროექტის გახორციელება დაიწყეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. სააგენტოს წარმომადგენელი მათ ჭალის ტყეების მნიშვნელობაზე ესაუბრა. აქციის მონაწილეებმა ტყის მოვლისა და ნერგების დარგვის შესახებ ინსტრუქციებიც მიიღეს.
პროექტის მიზანია ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე არსებული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა და კონსერვაცია, რის შედეგადაც ადგილობრივი ეკოლოგიური პროცესები, ჰაბიტატები და სახეობები აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები