ინდოეთში პოლიტიკოსებზე თავდასხმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიტიკოსებზე თავდასხმების დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ,,როიტერსი” წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, პირველ თავდასხმას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი სახალხო პარტიის წარმომადგენელი ემსხვერპლა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, პარლამენტარ ბეემამანდავიზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი შეხვედრიდან ბრუნდებოდა. ავტომობილთან ამოქმედებული ბომბის შედეგად კანონმდებელთან ერთად მისი თანმხლები პირებიც დაიღუპნენ.

მეორე თავდასხმა ჯამუ და ქაშმირის პროვინციაში მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები სამედიცინო ცენტრში შეიჭრნენ და ადგილობრივი პოლიტიკოსი ჩანდრაკანტ შარმა მოკლეს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებდა. თავდასხმის დროს პოლიტიკოსის დაცვის წევრებიც დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები