,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილის მემორიალთან მდუმარე აქცია მოაწყეს

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატ გიორგი (გეგა) შენგელიასთან ერთად 9 აპრილის პარკში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალთან სანთლები დაანთეს.
„9 აპრილი არის ერთ-ერთი უმტკივნეულესი დღე უახლესი ისტორიიდან და ამ დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ, პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას და ვუთხრათ მათ „მადლობა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა მმართველი პარტიის ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოთარ ქადარიამ.
“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელის, კონსტანტინე კაკავას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იმ მიზანს, იმ ამოცანას და მისწრაფებებს, რაც ჰქონდა ქართველ ხალხს 1989 წელს, საქართველო აუცილებად მიაღწევს.
,,ეს დღე არის ტკივილნარევი გამარჯვების დღე, ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ და ვართ ამაყნი, რომ ჩვენი თანატოლები თავის დროზე 1989 წლის 9 აპრილს იბრძოდნენ თავისუფლებისათვის და თუ დღეს ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, ეს არის სწორედ მათი დამსახურება. მადლობა მათ თავისუფლებისათვის, მადლობა თავდადებისათვის. დარწმუნებული ვარ იმ მიზანს, იმ ამოცანას და მისწრაფებებს, რაც ჰქონდათ ჩვენ თანატოლებს 1989 წელს, საქართველო აუცილებად მიაღწევს”, – განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
მდუმარე აქციაში მონაწილეობას 1000-მდე ახალგაზრდა იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები