პუტინმა და ერდოღანმა ბუნებრივი აირის საფასურზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რუსეთმა და თურქეთმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი აირის საფასურზე. ანკარას სურს, რომ ფასი იყოს ფიქსირებული და გარკვეული ფორმულის მიხედვით გამოთვლილი, მოსკოვი კი ბაზრის ფასის მიხედვით ითხოვს დარეგულირებას. კომპრომისი, ჯერჯერობით, არ არის მოძებნილი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ აღიარა, რომ არსებობს გარკვეული უთანხმოებები ფასის დადგენასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აპრილს, ერდოღანი მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ორი ლიდერის შეხვედრა რუსულ-თურქული რიგით მერვე სამიტის ფარგლებში ჩატარდა.