ზაპოროჟიეში მოზარდი 10 ათასი ვოლტის ძაბვის დარტყმას გადაურჩა (ფოტო)
ზაპოროჟიეში 14 წლის ბიჭი ელექტროგამტარ ქვესადგურზე ავიდა, სადაც მან დენის დარტყმა მიიღო და გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “УНИАН”-ი ავრცელებს.
დაშავებულის თქმით, ის ხიდზე სეირნობდა, როდესაც ტრანსფორმატორის ჯიხური დაინახა და გადაწყვიტა, ასულიყო, რათა ენახა, რა დამცავი დგას შიგნით.
“ბიჭმა ჯიხურის კარი გატეხა და შიგნით შევიდა, რის შემდეგაც მან 10 ათასი ვოლტის ძაბვის დარტყმა მიიღო. მაშველების თქმით, ის სასწაულებრივად გადარჩა”, – ნათქვამია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, ბიჭი გადაყვანილია ბავშვთა კლინიკაში და სრულ შემოწმებას გადის.