მსხვერპლი და დამწვარი სახლები – ხარკოვში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარს ებრძვიან(ფოტოკოლაჟი)
რუსეთში, ხარკოვის რაიონში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 86 ლოკაციაზე ცეცხლი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად, დამწვარია 20 ჰექტარი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.
“დამწვარ მშრალ ბალახში, კუზნეცკის ქუჩასთან ახლოს, მიტოვებულ ნასახლარზე 1973 წელს დაბადებული მამაკაცის დამწვარი ცხედარი იქნა ნაპოვნი”, – ნათქვამია სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძრის შედეგად, ორი კერძო სახლი, 6 სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობა და ღობეები დაიწვა.