ინდოეთის ხელისუფლება რუსეთისგან 2 მილიარდი დოლარის საფასურის 450-ზე მეტი ტანკის ყიდვის შესახებ შეთანხმდა

ინდოეთის ხელისუფლება რუსეთისგან 1,93 მილიარდის დოლარის ღირებულების Т-90МС მოდელის 464 ტანკის შესყიდვის შესახებ შეთანხმდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Janes”-ი დელიში არსებულ ინფორმაციულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ინდოეთის უსაფრთხოების მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც აპრილის დასაწყისში ჩატარდა და პრემიერმინისტრის, ნარენდა მოდის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები