რუსთავში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს (ვიდეო)

9 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებსა და სასულიერო პირებთან ერთად, თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის მემორიალამდე, სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქვეყანაში 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, ტრაგიკული მოვლენების ამსახველი თემატური ფოტოების გამოფენა მოეწყო, შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი რამდენიმე მუსიკალურ ნომერი.
აღსანიშნია, რომ, 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები