ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 28, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტში მოქმედი უწყებების წარმომადგენლებმა, საზოგადოებასთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენეს. მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ჯუმბერ დიმიტრაძე, მერის მოადგილე – ნადიმ ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამაზ აბაშიძე და პოეტი – ნანო შაინიძე სიტყვით გამოვიდნენ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღევანდელ თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს.