ნიგერიაში, ბანკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთში, შტატ ონდოში, ბაკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელები ბანკში დღის მეორე ნახევარში შეიჭრნენ და პერიოდულად ისროდნენ. დამნაშავეებმა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი მოკლეს, მათ შორის – ბანკის თანამშრომლები, მომხმარებლები და დაცვის პოლიციის ერთი თანამშრომელი.
მძარცველები სამართალდამცავი სტრუქტურების მოსვლამდე ადგილიდან მიიმალნენ, მათ დიდი ოდენობით ფული წაიღეს – თანხა, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება. აღსანიშნია, რომ თავდამსხმელები ავტომობილით იყვნენ და ბანკის საცავში შესასვლელად მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს.