კანადაში დიდთოვლობამ აეროპორტების მუშაობა შეაფერხა
კანადის აღმოსავლეთით, დიდთოვლობის გამო, აეროპორტების მუშაობა ფერხდება. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “CTV” იუწყება.
აღსანიშნია, რომ ნიუ ბრანსუიკისა და ახალი შოტლანდიის პროვინციებში თოვლის საფარმა, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 20 სანტიმეტრს მიაღწია, რაც ნალექის თვიურ ნორმას შეადგენს.