ისრაელში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС ” ავრცელებს.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 40 ბლოკი და პარტია დარეგისტრირდება, მაგრამ ბარიერის 3,25%-ის გადალახვა და 21 მოწვევის კნესეტში (ისრაელის პარლამენტი) მოხვედრას მხოლოდ 10 მათგანი თუ შეძლებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ბოლო მონაცემების თანახმად, გამარჯვების პრეტენდენტი ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნათანიაჰუს პარტია “ლიკუდია” და პარტია “კოხოლ-ლავანია”.