იაპონიამ კორეას სანქციები გაუგრძელა
იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორი წლით გააგრძელოს ცალმხრივი სანქციები კორეის მიმართ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Mainichi Shimbun”-ი ავრცელებს.
აღსანიშნია, რომ ეს ნაბიჯი განპირობებულია პროგრესის არარსებობით ჩრდილო კორეელების მიერ 1970-80-იან წლებში იაპონელების გატაცების საკითხში.
ტოკიოში, ასევე, აღნიშნეს, რომ ახლო მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია კორეის მხრიდან სრული დენუკლეიზაციისა და ბალისტიკური რაკეტის განადგურების მიღწევა.