ბრიტანეთის თემთა პალატამ “ბრექსითის” გადადება საბოლოოდ დაამტკიცა

​ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ გუშინ, 8 აპრილს, საბოლოოდ დაამტკიცა “ბრექსითის” გადავადების კანონპროექტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ” Press Association”-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქვედა საფეხურის დეპუტატებმა იმავე დღეს ლორდთა პალატის მიერ შეტანილი ჩასწორებები მიიღეს, რის გამოც დოკუმენტი კვლავ ქვედა საფეხურის პალატას გადაეცა განსახილველად.
“ლეიბორისტული” პარტიის მხრიდან​ კანონპროექტის ავტორის, ივეტ კუპერის თქმით, გუშინ პარლამენტის ორივე პალატა პასუხისმგებლობით მიუდგა საქმეს და გარკვევით ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია, რომ “ბრექსითი” შეთანხმების გარეშე ცუდად იმოქმედებდა ბრიტანეთის სამუშაო ადგილებზე, წარმოებასა და უსაფრთხოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები