მარნეულში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს (ვიდეო)

მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოში 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. სოფელ წერეთელში თემატური ღონისძიებებით გაიხსნა 9 აპრილის სახელობის ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. ახლადგახსნილ სკევრში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა; საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟრიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა; მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
ადგილზე აღევნილა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი, გაიმართა შესაბამისი ვიდეომასალის ჩვენება, სადაც ახალგაზრდებმა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებისა და ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და, ღონისძიების დასასრულ, ცაში, სიმბოლურად, 21 ფრანი გაუშვეს. აღსანიშნია, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები