ავღანეთში “თალიბების” წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს – დაღუპულია 100-მდე ადამიანი

ავღანეთის ჯარი თალიბების წინააღმდეგ ბადგისის პროვინციაში მასშტაბურ სპეცოპერაციას ახორციელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში “თალიბანის” 99 მეომრის ლიკვიდირება მოხერხდა.
“უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში, გაერთიანებული ძალებით სპეცდანაყოფებმა, პოლიციის სპეცრაზმმა და, ასევე, ავღანეთის საჰაერო-სამხედრო ძალებმა ბადგისში თავდასხმის ორი ეტაპი გაახორციელეს. აღნიშნულის შედეგად 99 სამხედროს ლიკვიდირება მოხერხდა, დაჭრილია 35; გარდა ამისა, ამოღებული და განადგურებულია სამხედრო ავტომობილები და საბრძოლო მასალა. სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები