შალვა ფიფია გვატემალას საპატიო კონსულს მარიო ადოლფო ბუკარო ფლორესს შეხვდა

სოფლისმეურნეობისმინისტრმაშალვაფიფიამგვატემალას საპატიო კონსულს მარიო ადოლფო ბუკარო ფლორესს სოფლისმეურნეობაშიდღეისათვისარსებულივითარებაგააცნო.მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის შემდგომი განვითრების მიზნით ახორციელებს.
„გვატემალა – აგრარული ქვეყანაა. რეგიონში ჩვენ აქტირუად ვთანამშრომლობთ თურქეთთან: გვაქვს დიდი სურვილი და პოტენციალი გავაფართოოთ ეს არეალი და მოხარულები ვიქნებით თუ საქართველო იქნება იმ ქვეყანათა შორის, რომლებთანაც სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ვთანამშრომლობთ“ – განაცხადა გვატემალას საპატიო კონსულმა.
შალვა ფიფიამ ისაუბრა საინვესტიციო კლიმატზეც.„საინტერესო გარემოსა და ხელსაყრელი პირობების შექმნით მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას“ – განაცხადა შალვა ფიფიამ. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა მთვრობის ახალი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელობა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ  მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები