ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობმა სახელმწიფო კომისიამ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ამჯერად ყურადღება გავამახვილეთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების პროექტების ერთიან, ასე ვთქვათ, ცენტრალიზებულ პროექტად ჩამოყალიბების საკითხზე.  მოგეხსენებათ, რომ არსებობობს ელ-მმართველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კლასიფიკაციისა და მნიშვნელობის ბევრი პროექტი.  აღნიშნული პროექტები სხვადასხვა სამინისტროებსა და სააგენტოებში მუშავდება.  ვფიქრობთ, რომ ეფექტიანობის გაზდრის თვალსაზრისით უკეთესი იქნება, ყველა ამ პროექტს ერთ სისტემატიზირებულ ჩარჩოში მოვუყაროთ თავი და ამ პრინციპით განვაგრძოთ შემდგომი მუშაობა,“ – აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ, საქართელოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თვმჯდომარემ.
შეხვედრაზე ასევე გაგრძელდა მსჯელობა „საზოგადოებრივი ცენტრების“ შემდგომი განვითარების სტარტეგიაზე, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოადგინა.  საუბარი შეეხო მოქალაქის პორტალზე (MY.GOV.GE) ახალი სერვისების ინტეგრაციისა და რეგიონებში შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოძრავი ცენტრების განთავსების საკითხებსაც.
ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის მიზანია ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებუ­ლი სისტემების მეშვეობით ელექტრონული მმართველობის განხორციელების საკითხების კო­ორდი­­ნირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე კი იუსტიციის მინისტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები