პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც, 8-12 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო (PACE) სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს.
10 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მიმართავს.
ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვედრებს გამართავს: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ლილიენ მორი პასკიესთან;ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან და ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან.
საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან ევროპის მემორიალური დაფის გახსნასა და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და გიორგი კანდელაკი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები