ტაივანზე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა – ევაკუირებულია 10 ათასი მოსახლე

ტაივანის ქიმიურ ქარხანაში მომხდარის აფეთქების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ მაიოლიაოდან მოსახლეობის ევაკუაცია გაახორციელა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “China Daily” ავრცელებს.
ინციდენტი იმ ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც კომპანია Formosa Chemical and Fiber-ს ეკუთვნის, ის არომატიზატორებს აწარმოებს. აფეთქების ტალღა ქარხნიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსით იგრძნობოდა. დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები