მთავარმა პროკურორმა აჭარის პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა მოადგილეებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორი აჭარის პროკურატურას „პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის“ კვირეულის ფარგლებში ესტუმრა, მან თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აჭარის პროკურატურა, ისევე როგორც სხვა რეგიონების პროკურატურები ერთგულად ემსახურებიან კანონს და თვითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში. გიორგი ბადაშვილმა აჭარის პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული წინსვალა და წარმატებები უსურვა და პროკრატურის სახელით საჩუქრები გადასცა.