ხულოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ეწვია

ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა. რეგიონის პირველმა პირმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხულოს საჯარო სკოლის დარბაზში ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები დააჯილდოვა.
თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში გოგონებსა და ვაჟებს შორის მიმდინარე წლის 4 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა. ტურნირში მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 17 წელს ზემოთ მოყვარული მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.
„გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები გოჩა ირემაძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 700 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს – 300, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს – 200 ლარი“, – აცხადებენ ხულოს მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები