ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ბათუმის ბულვარში თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები.ფეს
ტივალი მიზნად ისახავს აქვაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის თევზმოშენების სფეროში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტურ გაზრდას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიება ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაციის – „ფორეჯის“, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის – „სენი“ და ,,ალიანს ჯგუფის” ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები