სპორტის საერთაშორისო დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობით აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სპორტული აქტივობით აღინიშნა.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აქტივობები გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდში, კალთბურთსა და ჭადრაკში.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტი ე.წ. “თეთრი ბარათის” კამპანიას შეუერთდა, რომელშიც საქართველო წელს პირველად ჩაერთო. “თეთრი ბარათი” სპორტში ე.წ. “წითელი ბარათის” საპირისპირო სიმბოლოა და ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას გამოხატავს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რამდენიმე სპორტულ აქტივობას დაესწრო. მან, სპორტსმენებთან ერთად, “თეთრი ბარათით” სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
“დღეს სპორტის საერთაშორისო დღეა და ბოლნისის მუნიციპალიტეტიც აქტიურად შეუერთდა “თეთრი ბარათის” კამპანიას. მსოფლიო გზავნილია “საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის”. ე.წ. “თეთრ ბარათზე” დავწერეთ სლოგანები, რომლებიც სპორტის საშუალებით, მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახეობაში იმართება სპორტული აქტივობები, სპორტსმენებისთვის დაწესებული გვაქვს წამახალისებელი სიგელები”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

#WhiteCard

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები