„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ირაკლი ჯორბენაძე ამომრჩეველს დღეს წარუდგინა.
ირაკლი ჯორბენაძე ამომრჩევლებს, გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
„მერის რიგგარეშე არჩევნებს მაქსიმალურად მობილიზებული ვხვდებით. საზოგადოებისგან არსებობს მესიჯი, რომ არსებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რაც ნათელი მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ჩვენ მაშინ 44 პროცენტი მოვიპოვეთ”,- განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.
ხულოში არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები