მამუკა ბახტაძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარადგინა, ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი, ქვეყნის საკეთილდღეოდ, შედგება.
„ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს: გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილებს მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები