ირაკლი ღარიბაშვილი: თითოეული ქართველის ოცნება არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო

„მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ძვირფას მოსახლეობას აწუხებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას წარდგენისას განაცხადა.
„მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს ძვირფას მოსახლეობას აწუხებს. შემდეგი, მე ვიტყოდი, ეს არის ძალიან პოლარიზებული და პოლიტიკური გარემო. ადამიანები მუდმივად ხელოვნურად ცდილობენ დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. რა არის ჩვენი ქართული ოცნება, თითოეული ქართველის ოცნება?! ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები