მამუკა ბახტაძე: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ მოქალაქეებთან ერთად, ერთიან და ძლიერი საქართველოს შევქმნით
“აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენი ერთსულოვნებითა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის წარმოჩენით, შევძლებთ ჩვენს აფხაზ მოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება“ დღეს შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, გიორგი შენგელიას წარადგენს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოკუპაციის პრობლემა ზუგდიდელებთან ერთად გადაიჭრება.
„რამდენიმე კილომეტრში ამ ადგილიდან იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი – ულამაზესი აფხაზეთი. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენი ერთსულოვნებითა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის წარმოჩენით, შევძლებთ ჩვენს აფხაზ მოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას. მე ამის მწამს, მწამს თქვენთან ერთად“, – მიმართა შეკრებილებს პრემიერმა.