ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა დაურიგდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა გადაეცა.
60 -ზე მეტ ოჯახს დაზიანებული სახლების გადასახურად ხის მასალა და თუნუქი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიუტანეს და მათ მდგომარეობას პირადად გაეცნენ.