ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ, დავით სერგეენკო აირჩიეს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 71-ე სხდომა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მსვლელობისას ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ დავით სერგეენკო აირჩიეს.
ასევე განიხილეს პენიტენციალურ სისტემაში ზიანის შემცირების პროგრამისა და გლობალური ფონდის პროექტების მიმდინაროების საკითხები.