პრემიერმა გურიაში პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შექმნილი ასფალტის ქარხანა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა – NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა.
მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო.
„ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.