ალექსანდრე გრიგალავა მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზას ეწვია
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე გრიგალავა მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზას ეწვია, მოსამზადებელ შეკრებას გაეცნო და ფეხბურთელებს ადგილზე გაესაუბრა.
როგორც „კვირას“ მარტვილის მერიიდან აცნობეს, 25 მარტიდან მარტვილის საფეხბურთო სკოლა სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა ЗВЕЗДА-ს მასპინძლობდა. ЗВЕЗДА-ს ასაკობრივმა (2004-2005წ.) გუნდებმა მოსამზადებელი შეკრება მარტვილის აკადემიაში გაიარეს.
„მოსამზადებელი შეკრების პარალელურად, ЗВЕЗДА-მ ამხანაგური მატჩები გამართა შემდეგ გუნდებთან: მარტვილის აკადემია, ქუთაისის „ტორპედო“ და სფფ-ს ზუგდიდის აკადემია. სტუმრებმა საქართველოში მოსამზადებელი შეკრება თბილისში „თენგიზ სულაქველიძის“ აკადემიასთან და „დინამო“ თბილისის აკადემიასთან ამხანაგური მატჩებით დაასრულეს“, – აცხადებენ მერიაში.