“სუს-ის მიერ დაკავებულები არა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, არამედ ოზურგეთელი ბიზნესმენები არიან”

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 2 პირი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი არ არის – ამის შესახებ „კვირას“ ლანჩხუთის გამგებელმა, ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს. „გიდასტურებთ, რომ სამართალდამცველებმა, გამგეობის შენობის წინ, 2 პირი დააკავეს, თუმცა, ისინი ჩვენი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ბიზნესმენები არიან ოზურგეთიდან. დაკავების მიზეზები ჩემთვის უცნობია“, – განუცხადა „კვირას“ ლანჩხუთის გამგებელმა.
ცნობისათვის, თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 პირი დააკავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებულები საჯარო მოხელეები არიან, მცდარი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები