გირგვლიანის ნათესავები და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენებისას გირგვლიანის ახლობლებსა და მის საქმეზე ბრალდებულების ახლობლებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. შესვენების გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გამოსულებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაპირისპირების დროს ბრალდებულების მხარდასაჭერად მისულმა ერთ-ერთმა პირმა, რომლის ვინაობა უცნობია, სანდრო გირგვლიანის ახლობლებთან ერთად მყოფ გია კორკოტაშვილს მაისური შემოახია. სიტყვიერი შეურაცხყოფა კი ერთმანეთს ირაკლი კაკაბაძემ და დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მიაყენეს. პროცესში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. პოლიციის თანამშრომლებმა ვითარება ნაწილობრივ განმუხტეს. გირგვლიანის ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც მანდატურის სამსახურმა დააკავა. არსებული ინფორმაციით, კაჭკაჭიშვილი პოლიციას არ გადაუყვანია და სასამართლოს შენობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები