ლევან იზორია: თუ ასე აღელვებს ოპოზიციას თავდაცვის ძალებში კორუფცია, მოვიდნენ, კარი ყველასთვის ღიაა

ის განცხადებები, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტებია, არ არის სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვთ, ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ და პარლამენტში ხალხის სახელით იყვნენ წარმოდგენილი – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ტყუილზე და არარსებულ ფაქტზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებს.
„მაინტერესებს, რა კონკრეტულ ინფორმაციასა და ფაქტს ეფუძნებიან. ვფიქრობ, ეს არ არის სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვთ, ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ და აქვთ ამბიცია, პარლამენტში ხალხის სახელით იყვნენ წარმოდგენილი. ძალიან მაინტერესებს და თქვენთან ერთად მოვისმენდი ამ ე.წ კორუფციის ფაქტებს. ორ წელზე მეტია, რაც თავდაცვის უწყებაში ვართ. ჯერ არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მინახავს ამ სფეროთი დაინტერესებული. თუ ასე აღელვებთ კორუფციის ფაქტები და თავდაცვის ძალებში არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, თუ სურთ, კამერების თანდასწრებით, კარი ყველასთვის ღიაა. ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ ჯარში ხორცი არ არის, ჯარი შიმშილობის პირასაა, თითქოსდა კორუფციული ინტერესების გამო, ტენდერი ჩავარდა, თუმცა, აღნიშნულზე ტენდერი საერთოდ არ ჩაგვიტარებია. დიდი თხოვნა მაქვს, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები