ემზარ კვიციანის შეთავაზება დეპუტატებს – „ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ, იქნებ, დინამიკები ვიყიდოთ”

“ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და, იქნებ, დინამიკები ვიყიდოთ”, – ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს, რომელმაც ინიციატივის მიზეზიც განმარტა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების დროს ხმაურია და გამომსვლელების საუბარი არ ისმის. „დარბაზში არაფერი ისმის. ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და, იქნებ, დინამიკები ვიყიდოთ, ერთმანეთის ლაპარაკს ნორმალურად გავიგებთ“, – მიმართა კობახიძეს კვიციანმა.
დეპუტატების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ახალ სხდომათა დარბაზში გახმოვანების პრობლემის გამო, ხშირად, გამომსვლელების ხმა სათანადოდ არ ისმის, თუმცა, როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, ეს პრობლემა მალე გადაიჭრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები