პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს ლევან იზორიას მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის” ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს.
მინისტრი თავდაცვის სამინისტროს რეფორმებს საკანონმდებლო ორგანოს გააცნობს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, უწყების მუშაობას საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში აკვირდება. „თავდაცვის სამინისტროს ძალები არის ერთგვარი ლოკომოტივი ნატო-ს გზაზე, ამიტომ, ამ უწყებაში მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში პროცესს ვაკვირდებით. მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია და ეს აღიარებულია საერთაშორისო ექსპერტების, განსაკუთრებით – ნატო-ს შემფასებელი ჯგუფების მიერ. დარწმუნებული ვარ, იქნება საინტერესო დისკუსია. ვფიქრობ, რომ თავდაცვის მიმართ პარლამენტშიც გამოჩნდება ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს ოპოზიციასაც. მათთვის მთავარი საკითხი სამხედრო სავალდებულო სამსახურის თემა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები