დავით ზალკალიანი ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა

ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.

დავით ზალკალიანმა და ლინას ლინკევიჩუსმა კვლავ დაადასტურეს საქართველო-ლიეტუვას გამორჩეული მეგობრობა და ის მტკიცე მხარდაჭერა, რც საქართველოს გააჩნია ლიეტუვას მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების პროცესში.

მინისტრებმა დადებითად შეაფსეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, რომელიც ალიანსის დაარსების 70 წელს ეძღვნება, ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილოება.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს და ალიანსი განიხილავს ამ მიმართულებით საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე სქართველოს პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძალიან აქტიურ დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატა. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს სამშვიდობო მისიებში.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად გამოჩენლი პრაქტიკული დახმარებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში დადებითად შეფასდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიეტუვაში და და გამოითქვა მზაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებისა და ვიზიტების ურთიერთგაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები