ირაკლი სესიაშვილი: ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-სთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია პრიორიტეტია

 

“ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-სთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია არის პრიორიტეტი. შესაბამისად, საქართველოსთან თანამშრომლობაც სხვა, მაღალ დონეზეა აყვანილი”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველო როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ნაწილში მხარდაჭერის მოლოდინშია. მისი თქმით, ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალზე, რომელიც 4 აპრილს გაიმართება, მიწვეულები არიან მხოლოდ წევრი ქვეყნები, თუმცა, ყველაზე მაღალი რანგის ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც იღებს. “თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამას მივესალმებით. ნატო-ს გენერალური მდივანი სულ რამდენიმე დღის წინ იყო საქართველოში, ასევე, იყო სამხედრო კომიტეტი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-სთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია არის პრიორიტეტი. შესაბამისად, საქართველოსთან თანამშრომლობაც სხვა, მაღალ დონეზეა აყვანილი. ამიტომ, ცხადია, რომ ამ პროცესში ჩვენ ველოდებით მეტ მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე – სამხედრო ნაწილში”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები