ადა მარშანია თამარ ჩუგოშვილს – „მექმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გაქვთ გამრუდებული ფასეულობები“

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გაქვთ გამრუდებული ფასეულობები“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პირველ ვიცესპიკერს, თამარ ჩუგოშვილს.
“თქვენ თავად გაქვთ ფასეულობები გამრუდებული და თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს არ ემთხვევა. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი დღევანდელი აგრესიული რეაქცია სწორედ ამაზე მეტყველებს?! თქვენ თავად აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აქტუალურ თემაზე მსჯელობენ და საკუთარ აზრს აფიქსირებენ“, – აღნიშნა ადა მარშანიამ თამარ ჩუგოშვილის მისამართით.
პასუხად, პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ განცხადებაზე პასუხის გაცემას არ აპირებდა, რასაც ადა მარშანიას გაღიზიანება და ადგილიდან რეპლიკები მოჰყვა. მარშანიამ ჩუგოშვილის მისამართით განაცხადა, რომ ის არის კლასიკური აგენტი, რომელმაც ქვეყანა დაღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები