სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას; თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას; თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროს, გენერალ ზაზა ჩხაიძეს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათ გაძლიერებასა და თავდაცვის ძალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს.
ასევე, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი ნაბიჯები დაისახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები