არჩილ თალაკვაძე: დასტურდება, რომ საარჩევნო კამპანიის დროს “რუსთავი 2-სა” და “ნაცმოძრაობას” შორის ზღვარი წაშლილი იყო

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ “რუსთავი2″ ” ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო, როგორც მხარე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. “კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ “რუსთავი2” საარჩევნო პერიოდში, პრაქტიკულად, სტანდარტების დარღვევით საქმიანობდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი კანდიდატის, ბატონ ვაშაძის სასარგებლოდ. საუბარია მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პოლიტიკურ რეკლამაზე, რომელიც, ასევე, დარღვევით არის გაკეთებული. კიდევ არის საკმაოდ მძიმე დასკვნები, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ “რუსთავი 2”, როგორც მხარე, ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. ამ ანგარიშის მიხედვით დასტურდება ის, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ, პრაქტიკულად, “რუსთავი2-სა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ზღვარი იყო წაშლილი. თუ რომელი რომლის სატელიტია, ამაზე კიდევ შეიძლება მსჯელობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები