„არ არსებობს ჩემი მაკომპრომატირებელი ჩანაწერი“ – არჩილ ხაბაძის პირველი კომენტარი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე მედიაში გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ უკანონო ფარული ჩანაწერები და თვალთვალი, მიყურადება, დამონტაჟება, სხვადასხვა ფაბრიკაცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ გუშინდელ დღეს, მათ რეჟიმთან ერთად. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ არ არსებობს არანაირი ჩანაწერი. დარწმუნებული ვარ ღრმად, რომ არ არსებობს რაიმე ჩანაწერი, რომელიც იქნება ჩემი მაკომპრომატირებელი.
იყო სხვადასხვა პროვოკაცია ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩემი იმ თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ და ძალიან ბევრი, რომელიც ამ ძალასთან იყო დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ, ცდილობდა რაღაც მსგავსი ჩანაწერების მოპოვებას ჩემგან, მაგრამ ასეთი ჩანაწერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა დაამონტაჟა, ვინ რა ფაბრიკაცია მოამზადა და რა ნაგავი შექმნა და ამ ნაგვისა და სიბინძურის ქექვას ნამდვილად არ ვაპირებ“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ არჩილ ხაბაძემ.

ცნობისთვის: დღეს მედიაში გავრცელდა არჩილ ხაბაძისა და უცხო პირის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული თემები განიხილება.

წყარო:https://www.primetime.ge/news/1554300911

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები