გუგული მაღრაძე: დავსვათ საკითხი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე, შესაძლოა, ახალი ინიციატივით გამოვიდეს, რომ ქვეყანაში ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვიდეს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ცოტა ხნის წინ მსჯელობაც იყო. „ერთი პერიოდის მანძილზე, მახსოვს, იყო საუბარი, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოსვლა აღარ უნდა მომხდარიყო. ანუ, ვისაც ჰყავს მარჯვენასაჭიანი მანქანა, სანამ შეეძლება მუშაობა, იმუშავებს, მაგრამ იმპორტი მანქანებისა, რომლებსაც აქვს მარჯვენა საჭე, აღარ უნდა ყოფილიყო. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ევროპაში საერთოდ ვერ დავინახე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. მესმის, რომ, ერთი პერიოდის მანძილზე, ეს იყო, შედარებით, იაფი. ამან ხელი შეუწყო ხალხს, რომ დასაქმებულიყო. მაგრამ თანდათანობით ხომ უნდა შევზღუდოთ. ჰიბრიდულების ხათრით, რომ ნაკლები იქნება გადასახადი, შეიძლება, კიდევ მეტი და მეტი შემოვიდეს მარჯვენასაჭიანი. ხომ არ დავსვათ საკითხი, რომ ვისაც ჰყავს, კი ბატონო – სანამ ივარგებს ეს მანქანები, იმუშავებს; მაგრამ ახალი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოვიდეს ქვეყანაში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ცნობისათვის, დღეს, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მარჯვენასაჭიანი ელექტრო-და ჰიბრიდული ავტომობილების რეგულაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები