„სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა სამუშაო შეხვედრა გამართა

„სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს ექსპერტთან, სოციოლოგიის დოქტორთან, ანა დიაკონიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა და გენდერისა და ეკონომიკის საკითხზე მომუშავე ექსპერტმა სამუშაო ჯგუფის ტექნიკური საკითხები და მოსმენების განრიგი გაწერეს. “შეხვედრებს ჩავატარებთ 4 რეგიონში მცხოვრებ ქალებთან და მათთან ერთად გავაანალიზებთ სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებს”, – განაცხადა დეპუტატმა შეხვედრის შემდეგ. “საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ“ თემატური მოკვლევა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად დაიწყო. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა; ამ მიზნით, ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამების ანალიზი, სამეწარმეო საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაზრდა და სახელმწიფო პროგრამებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები