თამარ ჩუგოშვილი ემზარ კვიციანს: თქვენი ინიციატივა სრულიად დისკრიმინაციულია

“სცადეთ მაინც, ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით”, – ამ სიტყვებით ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ ემზარ კვიციანს მიმართა.
თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მიკროფონი გამოურთო. მან კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა. „ბატონო ემზარ, თქვენი ხმა არ ისმის და, როგორც სხდომის წამყვანი, გახსენებთ პარლამენტის წევრის ეთიკის ელემენტარულ პრინციპებს. თქვენ არ გაქვთ დისკრიმინაციული გამოსვლების უფლება. ეს რომ ვერ მოახერხეთ, მე ეს არ მიკვირს, რადგან თქვენი ინიციატივა არის სრულიად დისკრიმინაციული. ეს რომ არ გამოგივიდოდათ, ამაში გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ სცადეთ მაინც, ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით. როგორც სხდომის წამყვანი, გახსენებთ კანონის მოთხოვნებს“, – მიმართა კვიციანს ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, საუბარია ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. კვიციანი კანონიდან ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები