გია ვოლსკი “ცრუპენტელათა საყურადღებოდ” გახორციელებული პროექტების ჩამონათვალს ასაჯაროებს

“მიმართულება “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2014 წლიდან, გახორციელებულია 445 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მომხრეთა, მოწინააღმდეგეთა და ცრუპენტელათა საყურადღებოდ მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია სახელმწიფოს დახმარებით მხოლოდ ერთი მიმართულების, “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აქტივობების თაობაზე – 2014 წლიდან გახორციელებულია 445 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია.
ინდუსტრიული მიმართულებით მხარდაჭერილია 278 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 640 მლნ ლარს. სასტუმროს მიმართულებით მხარდაჭერილია 80 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 225 მლნ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მხარდაჭერილია 17 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 117 მლნ.
ინფრასტრუქტურული მიმართულებით მხარდაჭერილია 105 ბენეფიციარი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 160 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული 105 ბენეფიციარიდან 70-მა ისარგებლა მხოლოდ უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის კომპონენტით და ლარად გადაცემული ქონების სანაცვლოდ გაახორციელებენ, ჯამურად, 97 მლნ. ინვესტიციას“, – წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები