ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის წმენდა ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე თოვლისა და ზვავებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 70 კმ-მდე მონაკვეთი უკვე გაწმენდილია და, ამ ეტაპზე, სამუშაოები უღელტეხილზე გრძელდება. აღნიშნული გზა შატილამდე მისასვლელი ცენტრალური გზაა.
ადგილზე, ყოველდღიურად, 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა, ჯამურად, 106 კილომეტრია.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა, დიდთოვლობის გამო, ყოველწლიურად, ოქტომბერ-ნოემბერში იკეტება და გაზაფხულზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ იხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები