გია აბაშიძე: სამოქალაქო სექტორი „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანთა დროებითი თავშესაფარია

დღეს, პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ მედიას კვლევა სახელწოდებით – „ნაციონალური მოძრაობის“ შეღწევა სამოქალაქო სექტორში“ წარუდგინა.
როგორც გია აბაშიძემ აღნიშნა, კვლევა მიზნად ისახავს, ღია წყაროების ანალიზით აჩვენოს საზოგადოებას, როგორია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კონფიგურაცია პოლიტიკურ რეალობაში.
მისი თქმით, ექსმაღალჩინოსნები, რომლებიც დღეს არასამთავრობო სექტორში არიან, ატარებენ „ნაცმოძრაობის“ ხაზს და ადგილი აქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
„სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, საქართველოში კანაფის კულტივაციის ლეგალიზების კანონია მიღებული. დეპარტამენტმა ამის გამო ბოდიში მოიხადა საქართველოს პირველი არხის წერილის საფუძველზე. კარგი იყო, მთავრობას ჰქონოდა ამაზე კომუნიკაცია. ასევე, იყო „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ არაერთი კვლევა, თურმე სააკაშვილზე პოლიტიკური ვენდეტა ხორციელდება, ისევე, როგორც მსჯავრდებულ მაღალჩინოსნებზე; თურმე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეორე არხი დაიხურა და ასე შემდეგ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ამაზე არაერთხელ მოიხადა ბოდიში“,- აღნიშნა ექსპერტმა.
ამასთანავე, გია აბაშიძემ დაასახელა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი აზრით, შეიძლება, განვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციურ მოკავშირეებად:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia); ასოციაცია „საფარი“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა სახლი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ასოციაცია „იდენტობა“. თეთრი ხმაურის მოძრაობა; მწვანე ალტერნატივა; კოალიცია „მედიისადვოკატირებისთვის“; კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები