გია ვოლსკი: არგუმენტები, ალბათ, მათგან უნდა მოვისმინოთ, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ უნდა გაჩერდეს და არაფერი აკეთოს
არგუმენტები, ალბათ, მათგან უფრო მეტი უნდა მოვისმინოთ, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ უნდა გაჩერდეს და არაფერი გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ტელეკომპანია ,,პირველის” თოქშოუში „ხალხის პოლიტიკა“ მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლა შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.
„ბიძინა ივანიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ის პარტიის ლიდერია. გამომდინარე იქიდან, რომ სულ არჩევნების პროცესში ვართ, არ მგონია, რომ როდესმე უნდა შეწყვიტოს თავისი აქტივობა, სანამ რესურსი და ენერგია გააჩნია. ვფიქრობ, ეს დიდხანს გაგრძელდება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცესპიკერმა ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები გაიხსენა და განაცხადა, რომ პროექტების სია ძალიან დიდია, ისევე, როგორც სამომავლო გეგმები.